Friday, July 5, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა





საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების დადებითი როლი სასწავლო პროცესში









წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია
პედაგოგები: ნინო ლობჯანიძე-ლალიაშვილი
                                                            ფიქრია ცერცვაძე




                        





                          2018 -2019 წელი
































მადლობა
აღნიშნული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩატარების დროს გაწეული დახმარებისთვის და კონსულტაციებისთვის გვინდა, მადლობა გადავუხადოთ წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებსა და რექტორატს.
ასევე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ, კვლევის პროცესში ჩართულ III, VII და IX კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც თავიანთი აქტიურობით ხელი შეგვიწყვეს კვლევის განხორციელებაში.













სარჩევი
1. შესავალი--------------------------------------------------------- ------------------4
       2. საკვლევი  საკითხის  მიმოხილვა, კვლევის მიზნები----------------5
    3.ლიტერატურის მიმოხილვა-------------------------------------------6
     3.1 მოტივაციის ფორმები და მნიშვნელობა სასწავლო პროცესში-6
    3.2 . შინაგანი და გარეგანი მოტივაცია---------------------------------7
     3.3. ოთხი ძირითადი მიდგომა მოტივაციისადმი-------------------8
    3.4 . ისტ-ის როლი მოტივაციის ამაღლების პროცესში-------------11
    3.5. ისტ-ის დადებითი როლი ახალი მასალის აღქმა -გააზრების      პროცესში------------------------------------------------------------------12
4. კვლევის მეთოდოლოგია და მიმდინარეობა------------------------13
5. განხორციელებული ინტერვენციები და შედეგები----------------15
6. დასკვნა------------------------------------------------------------------21
   7.რეკომენდაციები------------------------------------------------------23
   8.გამოყენებული ლიტერატურა---------------------------------------24
   9.დანართი---------------------------------------------------------------26
   10.კვლევის რეფლექსია------------------------------------------------30
                                               
1.შესავალი

განათლების სისტემა მუდმივად განიცდის ცვლილებასა და განვითარებას, რაც საზოგადოების ასევე მუდმივი განვითარებითაა გამოწვეულიიცვლება ცივილიზაცია, ეპოქა, წყობა, ფორმაცია. შესაბამისად, ცვალებადია ადამიანთა მოთხოვნილება და ინტერესები. ამასთან, განათლების უცვლელ მეთოდად ყოველთვის რჩება ინფორმაციის                                                                      გადაცემა და განათლების სუბიექტის მიერ მისი გაგება და ათვისება. დღეისთვის კაცობრიობა ახალ საინფორმაციო რევოლუციას განიცდისციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა და გლობალური კომპიუტერიზაციის შედეგად მკვეთრად გაიზარდა საზოგადოების ინფორმატიზაციის დონე, გაჩნდა ინფორმატიკის ინდუსტრია, ყოფაში შემოვიდა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები. XXI საუკუნეესაა გლობალური კომპიუტერული ქსელებისა და                     ტელეკომუნიკაციების გავრცელებისა და ზრდის პერიოდი. ინტერნეტი ზეგავლენას ახდენს თანამედროვე საზოგადოების განვითარების ყველა სფეროზე .
ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და შეუმჩნევლად დაიკავა დიდი ადგილი ჩვენს ყოველდღიურ                                 საქმიანობაში. ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება/დამუშავება/შენახვა, დროის დაზოგვა, საქმიანობის გამარტივებაეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დადებითი მხარეებისა, რომლებიც, იმავდროულად, დასვენების, გართობისა და კომუნიკაციის საშუალებასაც გვაძლევს. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცე ხაზს უსვამს ციფრულკომპეტენციიის დიდ მნიშვნელობას, მას წიგნიერების ზოგად ცნებაში აერთიანებს და კითხვის, წერის, მოსმენისა და მეტყველების გვერდით აყენებს. ეროვნული სასწავლო გეგმა ციფრულ წიგნიერებას განმარტავს, როგორც ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარს და აზუსტებს, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას.[1]
აქტიურად გამოიყენება ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში.  ეროვნულსასწავლო გეგმის სტანდარტით ერთერთი მისაღწევი შედეგი არის ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში.

მოსწავლესშეუძლიარესურსებისგამოყენებასასწავლოსაქმიანობისხელშეწყობისმიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                      

       მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
       იყენებს ისტ ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად;
       ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ.,მარტივ სქემებს, ილუსტრირებულ ლექსიკონს, ილუსტრირებულ ანბანს და სხვა).[2]

2. საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები
ყოველწლიურად მატულობს ისტის მოხმარების სიხშირე და მასშტაბები სასწავლო პროცესში. შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი, რამდენად საზიანო, ან სასარგებლოა მისი გამოყენება. ხშირად ჩნდება ეჭვები, ხომ არ იწვევს ტექნოლოგიების გაკვეთილზე გამოყენება დროის ხარჯვას, მოსწავლეთა ინტერესის დაკარგვას ან ყურადღების გაფანტვას. უფრო სასარგებლო ხომ არ იქნება აღნიშნული დრო დავუთმოთ წიგნთან მეტ მუშაობას და ..  სწორედამიტომგადავწყვიტეთჩაგვეტარებინაკვლევასახელწოდებითციფრული ტექნოლოგიების დადებითი როლი სასწავლო პროცესში.” კვლევის მთავარი მიზანია განსაზღვროს
       ისტ-ის დადებითი როლი მოტივაციის გაზრდასა და ახალი მასალის აღქმა-გააზრებაში.
       ისტ-ისგამოყენების დადებითი ზემოქმედება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.




3.ლიტერატურისმიმოხილვა
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვისმენთ მსჯელობებს ციფრული ტექნოლოგიების ბავშვებთან გამოყენების უარყოფით შედეგებზე , როგორიცაა
     მეტყველების შეფერხება;
     ფსიქიკური განვითარების შეფერხება;
     ყურადღების დეფიციტი;
     სწავლის პრობლემები;
     ჯანმრთელობის პრობლემები (ჭარბი წონა, დიაბეტი, მხედველობისა (მიოპია) და ხერხემლის (სქოლიოზი) პრობლემები;
     ძილის პრობლემები;
     ქცევის პრობლემები (ტანტრუმები/ისტერიკა/აგრესია);
     ემოციური პრობლემები (შფოთვა, დეპრესია)[3]
კომპიუტერის გამოყენებას აქვს მრავალი დადებითი მხარე, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს სწავლის პროცესში.
3.1.მოტივაციის ფორმები და მნიშვნელობა სასწავლო პროცესში
ყველა ის პრობლემა, რომელმაც ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერ სკოლაში შეიძლება იჩინოს თავი, ორ დიდ ჯგუფად ერთიანდება. ერთი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებულ სირთულეებს მოიცავს, მეორე –სასკოლო მოტივაციის პრობლემაა.
სასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მასზე მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი კორექციისთვის აუცილებელია პედაგოგების, ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა.
როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურებზე გადასვლისას. თუ გავითვალისწინებთ სასწავლო მოტივაციის ასაკობრივ დაქვეითებას გარდამავალ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რით შეიძლება მოსწავლის მოტივირება, მასზე ზემოქმედება, როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროგრამა, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება საბაზო საფეხურზე.
მრავალი პედაგოგი თანხმდება, რომ მოსწავლეთა მოტივირება ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია პედაგოგიკაში. მოსწავლეები კოგნიტურად, ემოციურად თუ ქცევით ჩართულნი უნდა იყვნენ პროდუქტიულ საკლასო აქტივობებში. დავიწყოთ საკითხით, რა არის მოტივაცია, მოვიძიოთ პასუხები, რომლებიც მოიცავს შინაგანი და გარეგანი მოტივაციის საკითხს, მოტივაციის ოთხ ძირითად თეორიას: ბიჰევიორისტულს, ჰუმანისტურს, კოგნიტურსა და სოციოკულტურულს.
მოტივაციას, როგორც წესი, ასეთნაირად განმარტავენ: ესაა შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას.


3.2.შინაგანი და გარეგანი მოტივაცია
მოტივაციის კლასიკური დაყოფა ასეთია: შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. შინაგანი მოტივაცია არის ტენდენცია – მიღწეულ იქნეს მიზნები საკუთარი ინტერესებისა და უნარების კვალდაკვალ. როდესაც ჩვენ შინაგანად ვართ მოტივირებულნი, ჩვენ არ გვჭირდება წახალისება ან დასჯა, რამდენადაც თვითონ აქტივობა თავისთავად წარმოადგენს ჯილდოს.
ამის საპირისპირო შემთხვევაა, როცა რაღაცას კარგი შეფასებისათვის, დასჯის თავიდან აცილების მიზნით, მასწავლებლის სიამოვნებისათვის ან ამოცანასთან ნაკლებად დაკავშირებული რაიმე სხვა მიზეზით ვაკეთებთ. ეს გარეგანი მოტივაციაა. რეალურად ჩვენ ქცევას იმიტომ არ ვახორციელებთ, რომ თავად იგი გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს, რას მოგვიტანს ეს ქცევა.
ფსიქოლოგები, რომლებიც იზიარებენ მოტივაციის შინაგანად და გარეგანად დაყოფის კონცეფციას, ამბობენ, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელია განვსაზღვროთ, მოტივაცია შინაგანია თუ გარეგანი. არსებითი განსხვავება ამ ორ ტიპს შორის ინდივიდის ქცევისათვის წარმმართველი მიზეზია. ინდივიდი შეიძლება იმიტომ კითხულობდეს, ცურავდეს ან ხატავდეს, რომ მან ქცევის თავისუფალი არჩევანი პიროვნული ინტერესების გათვალისწინებით გააკეთა (მიზეზობრიობის ინტერნალური ლოკუსი/შინაგანი მოტივაცია), ან ასე იმიტომ იქცევა, რომ გარედან, ვიღაცის ან რაღაცის გავლენას განიცდის (მიზეზობრიობის ექსტერნალური ლოკუსი/გარეგანი მოტივაცია)
ცოტა ხნის წინ საკამათო გახდა საკითხი შინაგანი და გარეგანი მოტივაციის, როგორც კონტინუუმის საწყისი და საბოლოო წერტილების შესახებ. ალტერნატიული ახსნა შემდეგია: რამდენადაც მოტივაცია მოიცავს როგორც პიროვნული ნიშნის, ისე გარემოს ფაქტორებს, ის ასევე შეიძლება მოიცავდეს, როგორც შინაგან, ისე გარეგან ფაქტორებს. შინაგანი და გარეგანი ტენდენციები – ესაა ორი დამოუკიდებელი შესაძლებლობა დროის ნებისმიერ მოცემულ მონაკვეთში და ჩვენ შეიძლება მოტივირებული ვიყოთ თითოეული მათგანით. სწავლებამ შეიძლება შექმნას შინაგანი მოტივაცია მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით და კომპეტენტურობის მნიშვნელობის ხაზგასმით. თუმცა ისიც ვიცით, რომ ეს ყოველთვის ვერ იმუშავებს. ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესოა თქვენთვის ქვეშმიწერით გაყოფა? ყოველთვის აღგიძრავთ ცნობისმოყვარეობას არაწესიერი ზმნები? თუ მასწავლებლებს მუდმივად ექნებათ შინაგანი მოტივაციის იმედი, იმედგაცრუება ელით. არის სიტუაციები, როცა წამახალისებელი სტიმულები და გარემხარდაჭერა აუცილებელია. მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ შინაგანი მოტივაციის გაჩენასა და შენარჩუნებაზე, როცა დარწმუნდებიან, რომ გარეგანი მოტივაციაც მუშაობს და ჩართულია სწავლის პროცესში. ამისათვის მათ უნდა იცოდნენ მოტივაციაზე გავლენის მქონე ფაქტორების შესახებ.
3.3.ოთხი ძირითადი მიდგომა მოტივაციისადმი
მოტივაცია საკმაოდ ფართო, კომპლექსური საკითხია და მრავალ თეორიას მოიცავს. ამ თეორიებიდან ზოგიერთი ლაბორატორიებში ცხოველებთან მუშაობისას განვითარდა, ზოგი კი ადამიანებთან ისეთ სიტუაციაში მუშაობისას, სადაც გამოყენებული იყო თავსატეხების შემცველი ამოცანები. სხვა თეორიები კლინიკური ან ინდუსტრიული (შრომის) ფსიქოლოგიის ფარგლებში გაწეული სამუშაოების საფუძველზე წარმოიქმნა.
მოტივაციისადმი ბიჰევიორისტული მიდგომა. ბიჰევიორისტული მიდგომის მიხედვით, მოსწავლის მოტივაციის გაგება უნდა დავიწყოთ წამახალისებელი სტიმულებისა და ჯილდოების დაკვირვებული ანალიზით. ჯილდო ის მიმზიდველი ობიექტი ან მოვლენაა, რომელიც შედეგად მოსდევს გარკვეულ ქცევას. იმპულსი ის ობიექტები ან მოვლენებია, რომლებიც აღძრავს ან, პირიქით, ახშობს ქცევას. მაგალითად, დამატებითი ქულების დაპირება წამახალისებელი სტიმული შეიძლება აღმოჩნდეს მოსწავლისთვის.
თუ ჩვენ მუდმივად წაგვახალისებენ გარკვეული ქცევის გამო, ჩვენ განგვივითარდება გარკვეული ჩვევა ან ტენდენცია – განვახორციელოთ ხოლმე გარკვეული ტიპის ქცევა. მაგალითად, თუ მოსწავლე ფეხბურთის თამაშის გამო ჯილდოდ მიიღებს ხან ფულს, ხან საჩუქრებსა და პრივილეგიებს, ხოლო მის სწავლას ნაკლები ყურადღება მიექცევა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი დიდ დროს დაუთმობს ფეხბურთში ვარჯიშს და არა გეომეტრიის სწავლას. კარგი ნიშნები, ვარსკვლავები, სტიკერები და სხვა საშუალებები განმტკიცებისათვის ან გარკვეული დამსჯელი ღონისძიებები ცუდი საქციელისათვის – ეს ყველაფერი არის მცდელობა მოსწავლეთა მოტივირებისათვის გარეგანი იმპულსის, ჯილდოების ან დასჯის გამოყენებით.
მოტივაციისადმი ჰუმანისტური მიდგომა. მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მომხრეები, მათ შორის კარლ როჯერსი, ამბობდნენ, რომ ფსიქოლოგიის ვერცერთი დომინანტური სკოლა, ვერც ბიჰევიორული და ფროიდისეული, ადეკვატურად ვერ ხსნიდა ადამიანის ქცევას. მოტივაციის ჰუმანისტური ინტერპრეტაცია ხაზს უსვამს ისეთ შინაგან წყაროებს, როგორიცაა პიროვნების „თვითაქტუალიზაციის” მოთხოვნილება, თანდაყოლილი „აქტუალიზაციის ტენდენცია” ან „თვითგანსაზღვრის” მოთხოვნილება. ასე რომ, ჰუმანისტურ ჭრილში, მოტივირება ნიშნავს ადამიანების შინაგანი რესურსების – მათი კომპეტენტურობის, თვითშეფასების, ავტონომიისა და თვითაქტუალიზაციის წაქეზებას. მასლოუს თეორია მოტივაციის ცნობილი ჰუმანისტური ახსნაა.
მასლოუს იერარქია. აბრაჰამ მასლოუ ვარაუდობდა, რომ ადამიანებს გააჩნიათ მოთხოვნილებათა იერარქია მთელი დიაპაზონით – დაბალიდან (მაგ. უსაფრთხოება) მაღალი რანგის მოთხოვნილებებამდე (თვითაქტუალიზაცია). თვითაქტუალიზაცია მასლოუს მიერ შემოტანილი ტერმინია, რითაც იგი პიროვნების სრულ თვითრეალიზაციას, მისი პოტენციალის სრულ რეალიზებას აღნიშნავდა. სანამ მოთხოვნილებათა შემდეგ საფეხურზე გადავიდოდეთ, უნდა დაკმაყოფილდეს უფრო დაბალი რანგის მოთხოვნილებები.
მასლოუ ოთხ შედარებით დაბალი რანგის მოთხოვნილებას: ფიზიოლოგიურს, უსაფრთხოების, მიკუთვნებულობისა და თვითშეფასების მოთხოვნილებებს დეფიციტურს უწოდებდა. როდესაც ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მათი რეალიზების მოტივაცია იკლებს. მან სამ ზედა, მაღალი რანგის მოთხოვნილებას – ინტელექტუალური მიღწევების, ესთეტიკურ და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებებს ზრდის მოთხოვნილებები უწოდა. როდესაც ეს მოთხოვნილებები კმაყოფილდება, პიროვნების მოტივაცია არ იკარგება, პირიქით, იგი იზრდება და დაკმაყოფილების მორიგი საშუალებების ძებნას იწყებს. დეფიციტური მოთხოვნილებებისაგან განსხვავებით, ეს მოთხოვნილებები ბოლომდე არასდროს კმაყოფილდება. მაგალითად, რაც უფრო წარმატებულია თქვენი მცდელობა, გახდეთ კარგი მასწავლებელი, მით უფრო  გინდათ მიაღწიოთ მეტს.
მასლოუს თეორია იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ადამიანები აშკარად ყოველთვის ისე არ იქცევიან, როგორც ეს თეორიის მიხედვით არის მოსალოდნელი. ადამიანების უმრავლესობა ხშირად ბრუნდება უკან, დაბალი რანგის მოთხოვნილებებისაკენ და ერთდროულად შეიძლება მოტივირებული იყოს სხვადასხვა საფეხურის მოთხოვნილებებით. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება უარსაც ამბობდეს უსაფრთხოებაზე, მეგობრობაზე და განათლებისათვის, უფრო მეტი თვითაქტუალიზაციისათვის ზრუნავდეს.
კრიტიკის მიუხედავად, მასლოუს თეორია საშუალებას გვაძლევს მთლიანობაში აღვიქვათ მოსწავლე, რომლის ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური მოთხოვნილებები ურთიერთქმედებაშია ერთმანეთთან. ბავშვი, რომლის უსაფრთხოებისა და მიკუთვნებულობის განცდას საფრთხე მშობლების გაყრის გამო ექმნება, ნაკლებ ინტერესს გამოამჟღავნებს წილადების გაყოფის სწავლაში. თუ სკოლა საშიშ, არაპროგნოზირებად ტერიტორიაზე იმყოფება, იქ უფრო მეტი ყურადღება უსაფრთხოებას მიექცევა, ვიდრე სწავლას ან სწავლებას. სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობა და ამ ჯგუფის შიგნით თვითშეფასების განმტკიცება მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის. თუ იმის გაკეთება, რასაც მასწავლებელი მოსწავლისაგან ითხოვს, ეწინააღმდეგება ამ ჯგუფის დადგენილ წესებს, მაშინ მოსალოდნელია, რომ მოსწავლე ყურად არ იღებს მასწავლებლის სურვილს და შეიძლება დაუპირისპირდეს კიდეც მას.
მოტივაციისადმი კოგნიტური და სოციალურ-კოგნიტური მიდგომა. კოგნიტურ თეორიებში ადამიანი განხილულია როგორც ცნობისმოყვარე, აქტიური, ინფორმაციის მაძიებელი არსება, რომელიც ცდილობს გადაჭრას პიროვნული პრობლემები. ამდენად, კოგნიტური თეორეტიკოსები აქცენტს შინაგან მოტივაციაზე აკეთებენ. მოტივაციის კოგნიტური თეორიები, შეიძლება ითქვას, ბიჰევიორისტული შეხედულებების საპასუხოდ განვითარდა. კოგნიტივისტებს სჯერათ, რომ ჩვენი ქცევა აზროვნებით არის განპირობებული და არა უბრალოდ იმით, რომ წარსულში ამასთან დაკავშირებით დაგვაჯილდოვეს ან დაგვსაჯეს. ქცევა წამოწყებული და რეგულირებულია გეგმების, მიზნების, სქემების, მოლოდინებისა და ატრიბუციების მიერ.
მოლოდინი X ღირებულების თეორიებზე. თეორიებს, რომლებიც ითვალისწინებენ როგორც ბიჰევიორისტების აქცენტებს ქცევის გავლენებისა და შედეგების შესახებ, ასევე კოგნიტივისტების ინტერესს ინდივიდის აზროვნების გავლენის მიმართ, შეიძლება ვუწოდოთ მოლოდინის/ღირებულების თეორიები. ეს იმას ნიშნავს, რომ ქცევა აღქმულია როგორც ორი მთავარი ფაქტორის პროდუქტი: მიზნის მიღწევის მოლოდინისა და ამ მიზნის ღირებულების პროდუქტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხებია: „მივაღწევდი თუ არა წარმატებას, რომ მეცადა?” და „იქნება თუ არა შედეგი ღირებული და ჩემთვის რაიმე ჯილდოს მომტანი, თუ წარმატებას მივაღწევ?” მოტივაცია სწორედ ამ ორი ფაქტორის პროდუქტია. თუ ორივე ფაქტორი ნულის ტოლი იქნება, მოტივაციაც, რომ მუყაითად იმუშაო მიზნის მისაღწევად, არ იარსებებს. მაგალითად, თუ მე მჯერა, რომ დიდი შანსი მაქვს შევქმნა კალათბურთის გუნდი (მაღალი მოლოდინი) და ამ გუნდის შექმნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია (მაღალი ღირებულება), ჩემი მოტივაცია ძლიერი იქნება. მაგრამ თუ ორივე ფაქტორი ნულის ტოლია (მჯერა, რომ არ შემიძლია გუნდის შექმნა და დიდად არც მაღელვებს კალათბურთის თამაში), მაშინ მოტივაციაც ნულის ტოლი იქნება.[4]
3.4.ისტ-ის როლი მოტივაციის ამაღლებაზე
მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოკვლეული  ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს  სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში. მრავალი თეორია ცდილობს, ახსნას მოტივაციის გამომწვევი მიზეზები და გააანალიზოს ის სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებაში. მოტივაციის გამომწვევი ერთი მიზეზის  დადგენის შეუძლებლობა ადამიანთა ბუნების მრავალგვარობაშია. კლასში მოსწავლეები სოციალური და კულტურული კონტექსტით, გამოცდილებებით, რწმენით, საჭიროებებით, უნარებით განსხვავდებიან. ეს კი განსაზღვრავს იმ ფაქტორების მრავალსახეობას, რაც მათი მოტივაციის ამაღლებაზე მოქმედებს. მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ მხოლოდ მაღალი მოტივაციის პირობებშია შესაძლებელი მოსწავლის მიერ მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა  შეიძლება იყოს ის, რაც მოსწავლეს სწავლის მოტივაციას გაუჩენს. უამრავი დისციპლინათშორისი თეორია ცდილობს, ახსნას ის ფაქტორები, რომლებიც მოტივაციის ზრდას იწვევს. აქ რამდენიმე მათგანს შევეხებით.

       ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთაშორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ინტეგრირებულად ისწავლება.
       ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედობითობას და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.
       ისტის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების და                                                                       ობიექტის შემოტანისას.
       გარდა იმისა, რომ ისტის გამოყენება ხელს უწყობს                                                                             სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში სასურველი შედეგების მიღწევას,  ისთან დაკავშირებულ კომპეტენციების განვითარებასა                                                                                                                                                                                                                                 განაპირობებს. ეს კი თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელი ციფრული წიგნიერების გასავითარებლად არის მნიშვნელოვანი.
       ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლისას მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. გარდა იმისა, რომ ისტის საშუალებით უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება შეიძლება, ასევე შესაძლებელია სასწავლო შინაარსი ინტერაქტიური გავხადოთ. ამის შემდეგ მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი აღარ იქნება, არამედ თავად მიიღებს მონაწილეობას სასწავლო შინაარსის მოდიფიცირებასა და შეცვლაშიცკი.[5]
3.5. ისტ-ის როლი მასალის აღქმა-გააზრებაში
თითოეული მოსწავლე არის უნიკალური და განსხვავებული თავისი ინდივიდუალური, ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით, აზროვნების მოდალობით და სწავლის სტილით.
განვითარების თანაბარი შესაძლებლობების მისაცემად, სკოლამ ყველა მოსწავლეს უნდა შესთავაზოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი, რაც გულისხმობს მრავალგვარი მეთოდის, მიდგომის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზების, აქტივობათა ტიპებისა თუ შეფასების ხერხების გამოყენებას.
დადგენილია სამი ძირითადი სასწავლო პროფილი:
●ხედვითი
●სმენითი
●კინესთეტური
ზოგიერთი ადამიანი ინფორმაციის აღქმას ხედვით ახდენს და მათზე ამბობენ „ფოტოაპარატით“ სწავლობსო, მათზე ვინც სმენით აღიქვამს, ამბობენ“მაგნიტოფონით“ სწავლობსო. კინესთეტიკები კი „უთავოდ„ სწავლობენო-ისინი არჩევენ მანიპულაციას , ხელით კეთებას,მიმიკას , ჟესტიკულაციას და ა.შ.
მაშასადამე, ადამიანს გარედან მიღებული ინფორმაციის აღქმის და დამახსოვრების ინდივიდუალური უნარები აქვს. ზოგი მხედველობით მიღებულ ინფორმაციას იმახსოვრებს კარგად, ზოგი სმენით , ზოგს კი მოქმედების შესრულება, სიტუაციის შეგრძნება სჭირდება, რათა მიღებული ინფორმაცია შეინახოს. ეს უნარები ბავშვობიდანვე იჩენს თავს და, თუ ინფორმაციის მიწოდების ფორმა არ შეესაბამება ბავშვის ინდივიდუალურ სისტემას, მას უჭირს ინფორმაციის აღქმა- გააზრება.
სწავლებისა და განვითარების პროცესის უკეთ წარმართვისთვის აუცილებელია -ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება[6], რადგან ის გვაძლევს საშუალებას მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით მივაწოდოთ მათ ახალი ინფორმაცია და შესაბამისად ხელი შევუწყოთ  მათ ახალი ინფორმაციის აღქმა-გააზრებაში.

4. კვლევის მეთოდოლოგია და მიმდინარეობა
პრობლემისაღწერადასაკვლევისაკითხი.განათლებისსფეროშიმუდმივად
მიმდინარეობსსხვადასხვამეთოდებისათუსტრატეგიებისდანერგვა. ჩვენისაკვლევისაკითხიშეეხოგანათლებისერთ-ერთთანამედროვემიდგომას, როგორიცაა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
კვლევისმიმდინარეობისასჩავატარეთშერეულიტიპისკვლევა. რაოდენობრივი
კვლევისმეთოდებიდანავიღეთანკეტირება, ხოლოთვისობრივიკვლევის
მეთოდებიდან-ფოკუს-ჯგუფი.
კვლევისსაწყისეტაპზე, საკვლევ კლასებში მოვახდინეთპრობლემის
იდენტიფიცირება. პრობლემისაღმოსაჩენადჩავატარეთანკეტირება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათმა მოსწავლემ.
ანკეტირებისშემდგომეტაპზე, მოვახდინეთარსებულიკითხვარისპასუხების
ანალიზი. პასუხებიდანგამომდინარეგამოიკვეთასხვადასხვასაჭიროებები.
აღმოჩენილი საჭიროებებიდან გამომდინარე დავგეგმეთინტერვენციები.
ინტერვენციებისგანხორციელებისასვიყენებდით
კვლევისმეთოდს,როგორიცაადაკვირვება და დღიურების წარმოება.
საბოლოო ეტაპზე მოვახდინეთ დაკვირვების შედეგების ანალიზი.
შერჩევა. ჩვენსაკვლევჯგუფსშეადგენდა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის II, VII-ა,IX-ბ კლასის მოსწავლეები. ამ კლასებში შეიმჩნეოდა პრობლემა მოტივაციასა და ახალი მასალის აღქმა-გააზრებასთან დაკავშირებით.
ანკეტირებისჩატარებისშემდეგგამოიკვეთაის გზები, რომლებიც დაეხმარებოდათ მოსწავლეებს აღნიშნული პრობლემების დაძლევაში.
კვლევისმიზანი.საკვლევითემისმიზანიიყო ისტ-ის როლის განსაზღვრა მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებასა  და აღქმა-გააზრების პროცესში.
ჩვენიაზრით,არსებულიპედაგოგიურიპრაქტიკისკვლევისჩატარებამოგვცემდაშესაძლებლობას, უკეთდაგვენახა მათი საჭიროებები და დავხმარებოდით მათ პრობლემების დაძლევაში.
მასშემდეგ,რაცგავაანალიზეთკლასებშიარსებულიპრობლემები, გადავედით
კვლევისშემდგომეტაპზე-ინტერვენციებისდაგეგმვასადაგანხორციელებაზე.
კვლევის მიმდინარეობა.ჩვენ მიერ დაგეგმილი
კვლევისთვის წინასწარ ჩამოვაყალიბეთ სამუშაოს გეგმა, რომელიც განვახორციელეთ ეტაპობრივად.
კვლევა მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
●პრობლემის გამოვლენა;
● საკვლევი საკითხის შერჩევა;
● მოსწავლეებთან კვლევის შესახებ საუბარი და მიზნის გაცნობა;
● ანკეტირება მოსწავლეებთან;
● მონაცემების დამუშავება;
● მონაცემებიდან გამომდინარე ინტერვენციების დაგეგმვა;
● ინტერვენციების განხორციელება;
● განხორციელებული ინტერვენციების შედეგების ანალიზი;
● კვლევის შედეგების პრეზენტაცია , შეჯამება;

ანკეტირების შედეგები. პრობლემის გამოვლენის და საკვლევის საკითხის შერჩევის შემდეგ მოსწავლეებთან განვახორციელეთ ანკეტირება, რომლის შედეგები წარმოდგენილია დიაგრამის სახით.
1.      როგორ ფიქრობთ, თქვენი მოტივაცია იზრდება, თუ იკლებს ასაკის მატებასთან ერთად?
ა) იზრდება-8%
ბ) იკლებს -92%
2.      იზრდება თუ არა თქვენი მოტივაცია ისტ-ის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებზე
ა)იზრდება-95%
ბ)იკლებს-5%
3.      როგორ მოქმედებს ისტ-ის გამოყენება ახალი მასალის აღქმა გააზრების პროცესზე?
ა) იზრდება-97%
ბ)იკლებს-3%



ანკეტირების შედეგების დამტკიცების მიზნით დავგეგმეთ და განვახორციელეთ ინტერვენციები.

5.განხორციელებულიინტერვენციებიდაშედეგებისმიმოხილვა

შერჩეულ ჯგუფებთან დაკვირვების მიზნით განხორციელდა ინტერვენციები ისტის გამოყენებით. გაკვეთილები ჩატარდა ქართულში, მათემატიკაში, ბუნებასა და ინგლისურში, სხვადასხვა რესურსის გამოყენებით: ვიდეოები, თამაშები, პრეზენტაციები და ..
ინტერვენციები ხორციელდებოდა 2018   და 2019 წლის მარტი-მაისის თვეებში.თითოეული გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები ავსებდნენ კითხვარს, ხოლო პედაგოგები ავსებდნენ დაკვირვების დღიურს. გთავაზობთ პედაგოგების დაკვირვების შედეგად მიღებულ საბოლოო ინფორმაციას.







მოსწავლეთა ჩართულობა

მოტივაცია
ახალი მასალის გააზრება
აკადემიური მოსწრება
ისტის გამოყენების ეფექტები
გავეთილის დაწყებიდანვე მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალურია.
საგრძნობლად გაიზრდმოსწავლეთა დაინტერესება მასალით.
მოსწავლეთა უმრავლესობამუკეთ გაიგო ახალი მასალა, მხოლოდ მცირე ნაწილს დასჭირდა მასალის დამატებით დამუშავება
ისტის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა მიიღეს უფრო კარგი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება (საბაზო საფეხური)




მოსწავლეები ისტის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილების ბოლოს ავსებდნენ კითხვარს. მათი გაანალიზების შედეგად მივიღეთ ასეთი სურათი:
1.      მოგწონთ თუ არა ისტის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები?
       დიახ–95%;
        არა–5%.




2. რაში დაგეხმარა ისტის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში?
   ) გაიზარდა ჩემი მოტივაცია – 57% ;
   ) დამეხმარა ახალი მასალის აღქმა-გააზრებაში–43%.




კვლევის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ მოსწავლეებ. მოსწავლეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ გაკვეთილები უფრო საინტერესო და სახალისო იყო მათთვის. ასევე მასალის ვიზუალურად წარმოდგენამ ხელი შეუწყო მათ მასალის გააზრებასა და დამახსოვრებაში. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ისურვებდნენ მსგავსი ტიპის გაკვეთილების ხშირად ჩატარებას.
დაკვირვება განხორციელდა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევაზეც, რადგანაც სწორედ აქ ჩანს თუ რამდენად კარგად გაიაზრეს მოსწავლეებმა ახალი მასალა. მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა უკეთეს შედეგებს აჩვენებდა აღნიშნულ გაკვეთილებზე.  გთავაზობთ შედეგების ცხრილს დაწყებით და საბაზო საფეხურზე.
დაწყებითი საფეხური:
ქართული
შეფასება
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
საჭიროებს განვითარებას
პროცენტული მაჩვენებელი
28%; 6 მოსწავლე
31%;  8 მოსწავლე
22%; 5 მოსწავლე
18%; 4 მოსწავლე

მათემატიკა
შეფასება
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
საჭიროებს განვითარებას
პროცენტული მაჩვენებელი
20%;  6 მოსწავლე
42%; 9 მოსწავლე
22%; 5 მოსწავლე
16%; 3 მოსწავლე

ბუნება
შეფასება
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
საჭიროებს განვითარებას
პროცენტულიმაჩვენებელი
46%; 10 მოსწავლე
27%; 5 მოსწავლე
18%; 4 მოსწავლე
9%; 2 მოსწავლე








ბუნება
შეფასება
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
საჭიროებს განვითარებას
პროცენტულიმაჩვენებელი
46%; 10 მოსწავლე
32%; 8 მოსწავლე
9%; 2 მოსწავლე
9%; 2 მოსწავლე










საბაზო საფეხური
ინგლისური(კითხვის და ზეპირმეტყველების განვითარება)
შეფასება
10
9
8
7
6
5
პროცენტული მაჩვენებელი
60%
12 მოსწ.
20%
4 მოსწ.

15%
3 მოსწ.
5%
1 მოსწ.



ინგლისური (გრამატიკის კომპეტენციის გაზრდა)
შეფასება
10
9
8
7
6
5
პროცენტული მაჩვენებელი
55%
11 მოსწ.
40%
8 მოსწ.
5%
1 მოსწ.




ინგლისური (ლექსიკური მარაგის დამუშავება)
შეფასება
10
9
8
7
6
5
პროცენტული მაჩვენებელი
70%
14 მოსწ
20%
4 მოსწ.
10%
2 მოსწ.




ინგლისური (წერის უნარ-ჩვევის განვითარება)
შეფასება
10ქ
9ქ
8ქ
7ქ
6ქ
5ქ
პროცენტული მაჩვენებელი
35%
5 მოსწ
29%
4 მოსწ.
15%
2 მოსწ.
21%
3 მოსწ.




6.დასკვნა
როგორც დაკვირვების შედეგები აჩვენებს, საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დადებითად აისახება მოსწავლის დაინტერესებას, მოტივაციასა, ახალი მასალის აღქმა-გააზრებასა და შესაბამისად აკადემიურ მოსწრებაზე.
თუმცა უნდა აღნიშნოთ ისტის გამოყენებით დაგეგმილ გაკვეთილზე კონკრეტული კომპიუტერული თამაში თუ პროგრამა რეგლამენტირებული და მორგებული უნდა იყოს სასწავლო მასალას და შეესაბამებოდეს სასწავლო მიზნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დადებითი ეფექტის გაზომვა გართულდება.
ციფრული წიგნიერების საკითხები მასწავლებლის განათლების განუყოფელ ნაწილად მოიაზრება და მის ცენტრში დგას ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტი, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიების როლი აღზრდის, განათლებისა და სოციალიზაციის კონტექსტში. ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს ციფრული პედაგოგიკის მიმართულება, რომლის მიზანია, დაეხმაროს ბავშვებსა და მოზარდებს ციფრულ ტექნოლოგიებთან დამოუკიდებლად და კომპეტენტურად გამკლავებაში. მიუხედავად ამისა, განათლების თეორეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებლები სათანადოდ არ არიან მომზადებულნი ამ კუთხით და პროფესიული განვითარება სჭირდებათ. მათი აზრით,  სირთულეებს წარმოშობს ასევე მასწავლებელთა განწყობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართ.
ამ საკითხის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება ქართველმასწავლებლებშიც შეინიშნება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი ხედავენ პროფესიული განვითარების საჭიროებას. TALIS-ის კვლევის ანგარიშის თანახმად, საგნის სწავლებაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება (62%) და საგნის სწავლებაში ისტ-ის გამოყენების უნარების გაძლიერება (68%) მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებაა. კვლევაში ასევე აღნიშნულია,  რომ ქართველი მასწავლებელები შედარებით იშვიათად მიმართავენ სწავლების ისეთ ეთოდებს, როგორიცაა ისტ-ის გამოყენებით პროექტებსა და საკლასო დავალებებზე მუშაობა.
განათლების თეორეტიკოსების ერთი ნაწილი მოსწავლეებისთვის ციფრული წიგნიერების განვითარებაში სკოლას აკისრებს გადამწყვეტ როლს და არა ოჯახს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ შინაარსობრივ ასპექტებზე და აღნიშნავენ,  რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი, არამედ მთელი სასკოლო გარემო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, სკოლის თითოეულმა წარმომადგენელმა გააცნობიეროს ციფრული წიგნიერების მნიშვნელობა არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ შინაარსობრივ დონეზეც.  მასწავლებელმა უნდა გაიაზროს, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი მხოლოდ ავტომატურად შესასრულებელ პროცესებს კი არ გულისხმობს,  არამედ მათ კომპეტენტურ და გააზრებულ მართვასაც.
7. რეკომენდაციები
როგორც ვხედავთ, სასწავლო პროცესში საინფორმაციო-ტექნოლოგიების ინტეგრირება თანამედროვე სკოლის ერთერთი პრიორიტეტული მიზანია, რაც სწავლების ყველა საფეხურს და ყველა საგნობრივ ჯგუფს ეხება.  თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზნის მიღწევა მრავალი ბარიერის გადალახვას მოითხოვს.  საქართველოს სასკოლო სისტემაში ძირითად ბარიერებს შორის განსაკუთრებით აქტუალურია შემდეგი:
       ბევრ სკოლაში ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი საინფორმაციო-ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა სასწავლო პროცესში;
       მასწავლებლები ნაკლებად ფლობენ ისტ სსასწავლო პროცესში გამოყენების სტრატეგიებს.
აღნიშნული პრობლემები აქტუალურია ჩვენს გიმნაზიაშიც. სასურველია, რექტორატმა იზრუნოს, რათა აღჭურვოს გიმნაზია დამატებითი ლეპტოპებითა და პროექტორებით,  შეივანოს Wi-Fi , რათა ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა საკლასო ოთახში.
პედაგოგებს ვურჩევთ, გაიარონ ტრენინგები ციფრული რესურსების შექმნასა და გამოყენებაში. ხშირად დაგეგმონ გაკვეთილები ისტის გამოყენებით, რათა აუმაღლდეთ მოსწავლეებს მოტივაცია და გაუუმჯობესდეთ აკადემიური მოსწრება.





8.გამოყენებულილიტერატურა
1.      ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.– მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. თბილისი,  2011 წელი.
2.      საგნობრივი პროგრამა უცხოურ     ენებშიეროვნული სასწავლო გეგმა.
3.      დაწყებითი კლასების (I-IV) საგნობრივი პროგრამები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში;

5.      ბერძენიშვილი.ც., (2015), მოტივაცია კლასში: მოტივაციის თეორიები-ჟურნალიმასწავლებელი“.

           http://mastsavlebeli.ge/?p=1572


6.      ვილი მ., (2015), ტექნოლოგიების 10 სარგებელი სასწავლო პროცესში: https://centretechnologies.com/importance-of-technology-in-the-classroom/
7.      ინფორმაციული და  საკომუნიკაციო ტექნოლოგიები(2011)-საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტრო










9.დანართი
კვლევის კითხვარი მოსწავლეთათვის
1. როგორ ფიქრობთ თქვენი მოტივაცია იზრდება თუ იკლებს ასაკის მატებასთან ერთად?
) იზრდება;
) იკლებს;
2.         იზრდება თუ არა თქვენი მოტივაცია ისტ-ის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებზე?
)იზრდება;
)იკლებს;
3.         როგორ მოქმედებს ისტ-ის გამოყენება ახალი მასალის აღქმა-გააზრების პროცესზე?
) იზრდება;
) იკლებს;
მოსწავლეთა დაკვირვების კითხვარი
1.მოგწონთ თუ არა ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები?
ა) დიახ
ბ) არა

2. რაში დაგეხმარა ისტ–ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში?
ა)გაიზარდა  ჩემი მოტივაცია;
ბ) დამეხმარა ახალი მასალის აღქმა- გააზრებაში.

















ქართულში, მათემატიკასა და ბუნებაში გამოყენებული რესურსის ლინკები:
            ბუნება, გაკვეთილი მე-3 კლასში- „როგორი ამინდია?“
ბუნება, გაკვეთილი მე-3 კლასში- „როგორი ამინდი იქნება ხვალ?“
ქართული ენა და ლიტგერატურა, გაკვეთილი მე-3 კლასში- მ. ივანიშვილის „სამი ბიჭი“,  სხვადასხვა პირში თხრობა, არსებითი  სახელი.
გაკვეთილი მათემატიკაში მე-3 კლასში- „გამრავლება“
            კლასის საათი მე-3 კლასში-„ვზრუნავთ გარემოზე“

ინგლისური ენის გაკვეთილებზე გამოყენებული რესურსების ლინკები:
აწმყო სრული დრო(ახსნა):https://www.youtube.com/watch?v=o1_0Gz4uRKo
აწმყო სრული დრო(თამაში)https://www.youtube.com/watch?v=n8XJyBzzKWU
გახდი ბუნების მეგობარი : https://padlet.com/pikria_cercvadze/v2hnv5nnk369
გახდი ბუნების მეგობარი(მოსწავლის მიერ შექმნილი რესურსი: https://drive.google.com/file/d/1O323HEyAbxdHY0egf8Os4tV1Ns2ef2Ay/view?usp=sharing
მადლიერების დღე :https://www.youtube.com/watch?v=wFDSobNnfQs
ფილმის მიმოხილვის დაწერა (ფილმის ლინკი):












10.კვლევის რეფლექსია
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევასაინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების      დადებითი      როლი სასწავლო პროცესში   განვახორციელეთ  წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის დაწყებითი კლასის პედაგოგმა ნინო ლობჯანიძე ლალიაშვილმა და ინგლისური ენის პედაგოგმა ფიქრია ცერცვაძემ. 
კვლევის მთავარი მიზანი იყო დაგვედგინა თუ რამდენად დადებითად მოქმედებს  ციფრული რესურსის გამოყენება ერთის მხრივ მოსწავლეთა ჩართულობა-მოტივაციაზე და მეორეს მხრივ ახალი მასალის აღქმა-გააზრებაზე და შესაბამისად აკადემიურ მოსწრებაზე.
კვლევის განხორციელებისთვის შევარჩიეთ სამიზნე ჯგუფები დაწყებითი საფეხურის მეორე კლასი და საბაზო საფეხურის მეშვიდე-მეცხრე კლასები, სწორედ ამ კლასებში შეიმჩნეოდა მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობა სასწავლო  პროცესში და პრობლემები ახალი მასალის აღქმა -გააზრებაში, რასაც საბოლოოდ მივყავდით დაბალ აკადემიურ მოსწრებამდე.
კვლევისთვის წინასწარ ჩამოვაყალიბეთ  სამუშაოს გეგმა, რომელიც განვახორციელეთ ეტაპობრივად.   კვლევა მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
პრობლემის გამოვლენა;
საკვლევი საკითხის შერჩევა;
მოსწავლეებთან კვლევის შესახებ საუბარი და მიზნის გაცნობა;
ანკეტირება მოსწავლეებთან;
მონაცემების დამუშავება;
მონაცემებიდან გამომდინარე ინტერვენციების დაგეგმვა;
ინტერვენციების განხორციელება;
განხორციელებული ინტერვენციების შედეგების ანალიზი;
კვლევის შედეგების პრეზენტაცია , შეჯამება;
 უპირველეს ყოვლისა პედაგოგებმა ვიმსჯელეთ არსებული პრობლემის ირგვლივ და შევარჩიეთ საკვლევი საკითხი. გადავწყვიტეთ გვეცადა საინფორმაციო ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება არსებული პრობლემის მოგვარებისთვის.
დავამუშავეთ არსებულ საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურა.
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს გავაცანით ინფორმაცია კვლევის შესახებ, ისინი დაინტერესდნენ არსებული კვლევით და აქტიურად ჩაერთნენ პროცესში.
მოვახდინეთ მოსწავლეთა ანკეტირება და დავადგინეთ საჭიროებები, რომელთა გათვალისწინებით დავგეგმეთ ინტერვენციები. ინტერვენციები განვახორციელეთ დამოუკიდებლად ჩვენს საგნებში. ინტერვენციების მანძილზე ვავსებდით დაკვირვების დღიურს, მოსწავლეები კი ავსებდნენ კითხვარს, რომელთა შედეგებიც შევაჯამეთ და წარმოვადგინეთ კვლევაში დიაგრამის სახით.
ინტერვენციების დასრულების შემდეგ შევიკრიბეთ კვლევაზე მომუშავე პედაგოგები , განვიხილეთ ინტერვენციის შედეგები და ჩამოვწერეთ რეკომენდაციები.
ჩვენს  მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში წარვუდგინეთ  პედაგოგებს, ფასილიტატორსა და შეფასების ჯგუფის წევრებს.   კოლეგებს წარვუდგინეთ კვლევის ანგარიში, რომელიც მოიცავდა შემდეგ ძირითად თემებს:
საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები
ლიტერატურის მიმოხილვა
 კვლევის მეთოდოლოგია და მიმდინარეობა
განხორციელებული ინტერვენციები და შედეგები
 დასკვნა
  რეკომენდაციები
პრეზენტაცია განვახორციელეთ power point-ის გამოყენებით რათა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო კოლეგებისთვის წარმოდგენილი ანგარიში.
პრეზენტაციის შემდეგ ვუპასუხეთ კოლეგების შეკითხვებს. პრეზენტაციის ბოლოს კოლეგებმა შეავსეს კითხვარი, რომელშიც დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. პედაგოგების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ საკვლევი თემა იყო აქტუალური, კვლევის ეტაპები იყო სწორად შერჩეული და განხორციელებული, ხოლო პრეზენტაცია იყო საინტერესოდ წარმოდგენილი. კოლეგებმა ასევე აღნიშნეს, რომ გაითვალისწინებდნენ ჩვენს რეკომენდაციებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ჩვენს მიერ განხორციელებულ პედაგოგიურ პრაქტიკის კვლევაში ყურადღება გავამახვილეთ მხოლოდ ციფრული რესურსის დადებით ზეგავლენაზე სასწავლო პროცესში, თუმცა უფრო საინტერესო იქნებოდა  გამოგვეკვლია თუ რა ზეგავლენა აქვს მოსწავლეთა მოტივაციაზე  სხვადასხვა  მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით ჩატარებულ ინტერვენციებს. როგორია მოსწავლეთა ჩართულობა პროექტებით სწავლების დროს, როგორ გვეხმარება ინდივიდუალური დავალებები მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობაში და ..
მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ ზემოთ აღნიშნულ კვლევას ,რათა განვსაზღვროთ მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების დადებითი როლი სასწავლო პროცესში.
                                                            ნინო ლობჯანიძე-ლალიაშვილი
                                                            ფიქრია ცერცვაძე

პრეზენტაციის ლინკი: https://drive.google.com/open?id=1XA5G6FOjf0wWTdSF8B6A8ton0zmUuZo7

pdf ფორმატის ლინკი:https://drive.google.com/open?id=1bN0fs8Y0BRvXPU1jLo8AzuW50vhudx93