Thursday, December 18, 2014

პროექტი" My Club"

English World 4 სახელმძღვანელოში რამოდენიმე გაკვეთილი ეთმობა პროექტის მომზადებას ერთ–ერთი პროექტია" ჩემი კლუბი". მოსწავლეებს მოეთხოვებათ დაწერონ პროექტი იმ კლუბების შესახებ სადაც ისინი დადიან. მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს,როდესაც დაინტერესება ხდება მათი პირადი ცხოვრებით,შესაბამისად მათაც დიდი ენთუზიაზმით მოამზადეს პროექტები, ის მოსწავლეებიც კი ხალისით ჩაერთნენ პროცესში, რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.

 უმრავლესობა მოსწავლეებისა დადის ცეკვის და მუსიკის კლუბში.
 ბიჭებს კალადბურთი იზიდავთ.






 რაგბისტიც გვყავს.

















                                                                                                                                                                                                            მარი ჭადრაკის კლუბში დადის.
აღმოჩნდა,რომ რაული ხატვის კლუბში დადის.

პროექტი " გარეული ფრინველები"

მეხუთე–მეექვსე კლასებში ერთ–ერთი გაკვეთილი შეეხებოდა გარეულ ფრინველებს, რომლებიც ცხოვრობენ ტბებში,მდინარეებსა და ოკეანეებში. (Birds of the oceans and lakes). ამ გაკვეთილმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი,მათთვის საინტერესო გარეული ფრინველების შესახებ. მოსწავლეებს შევთავაზე რამოდენიმე ფრინველი, რომელზეც ისინი გააკეთებდნენ პროექტს, მოსწავლეებმა აირცჰიეს მათთვის სასურველი ფრინველი, მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტში, გადაიტანეს ფურცლებზე და გააფორმეს პროექტები შესაბამისი ფოტოებით და ნახატებით.

 უმრავლესობა მოსწავლეებისა დაინტერესდა ფლამინგოთი


 ფარშევანგი და არწივიც მოხვდა ამორჩეულ ფრინველებს შორის.

Sunday, November 30, 2014

სამოდელო გაკვეთილი: Making things we use

                                       
           სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე მეხუთე კლასის                       მოსწავლეებთან. თემა საკმაოდ საინტერესო და რთულიც იყო, მაგრამ მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ყველაფერს და დამსწრე მასწავლებლებიც კმაყოფილნი  დარჩნენ, იმით თუ როგორ გამართულად კითხულობდნენ და თარგმნიდნენ მოსწავლეები ტექსტ, როგორ კარგად ასრულებდნენ დავალებებს.გაკვეთილი რამოდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: გამოწვევა– სადაც მოსწავლეებმა ვენის დიაგრამის გარშემო ჩამოწერეს ის ხელობებირაც მათ იცოდნენ. ძირითადი ნაწილი– მოსწავლეებმა წაიკითხეს და გადათარგმნეს ტექსტი, შეასრულეს სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები ლექსიკის შესასწავლად, შეჯამება– მასწავლებელმა შეაჯამა გაკვეთილი და შეაფასა მოსწავლეები. ჩემი აზრით გაკვეთილი წარმატებული იყო,























Saturday, November 8, 2014

სამოდელო გაკვეთილი " A Helicopter Pilot, A Hospital Nurse" პროფესიები.


ამ სასწავლო წლის პირველი სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე მეოთხე კლასის მოსწავლეებთან. ეს მათთვის პირველი ღია გაკვეილი იყო ინგლისურ ენაში, ამიტომ მოსწავლეები თითქოს დაძაბულნი იყვნენ, მაგრამ ყველაფერმა კარგად  ჩაიარა, და გაკვეთილიც წარმატებული გამოდგა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში,შეასრულეს ყველა დავალება. განსაკუთრებით ისიამოვნეს ვიდეოებით.
გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის წევრები და დირექცია.





 გამოწვევისთვის მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეო მოსაუბრე ფლეშქარდებით.
მოსწავლეებმა ვენის დიაგრამის გარშემო ჩამოწერეს პროფესიები .










                                         
მოსწავლეებმა წაიკითხეს და გადათარგმნეს ტექსტი


შეასრულეს ინდივიდუალური და წყვილებში სამუშაო.











შეჯამებისთვის ვუყურეთ ვიდეოს პროფესიების შესახებ.
.

პროექტი "British Culture" მუშაობის დაწყება

მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დაიწყეს მუშაობა პროექტზე "British Culture". ჩვენი მიზანია შევისწავლოთ არა მარტო ინგლისური ენა, არამედ ინგლისური კულტურა,ლიტერატურა, და ა. შ . ასეთი ტიპის პროექტებს ვახორციელებთ ყოველწლიურად.
1.მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი და შინაარსი.
2. მოსწავლეები დავყავი ორ–ჯგუფად.

3. მოსწავლეებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში და გაინაწილეს ტექსტები დასამუშავებლად.


ინგლისურ ენაში პროგრესის მაჩვენებელი კვლევა.

2014–2015 სასწავლო წელს კათედრის თავმჯდომარესთან შეთანხმებით გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა თუ რამდენად პროგრესს განიცდის მოსწავლეთა ცოდნა ინგლისურ ენაში წლის განმავლობაში. ამისათვის მეხუთე–მეექვსე კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისში ჩავუტარე წინარე ტესტი.
პირველი სემესტრის ბოლოს ჩავატარებ პროგრეს–ტესტს და წლის ბოლოს საბოლოო ტესტს.
ტესტების შედეგების მიხედვით შევადგენ დიაგრამას, რომელსაც წლის ბოლოს გავაცნობ მოსწავლეებს და მათ მშობლებს. ამ შედეგების მიხედვით განვსაზღვრავ თითოეული მოსწავლის საჭიროებებს და მივცემ შესაბამის საზაფხულო დავალებებს. შედეგებს აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალი სასწავლო წლის თემატური გეგმების შექმნის დროს.

წინარე ტესტი

პროგრეს ტესტი


საბოლოო ტესტი

Sunday, October 5, 2014

საახალწლო ღონისძიება

საახალწლო ღონისძიება ძალიან სახალისო გამოვიდა.












 პირველ ნაწილში დავდგით წითელქუდა.



მგლის და ბებიას სცენა ბავშვებმა სიმღერით შეასრულეს










მეორე ნაწილში თოვლის ბაბუა მობრძანდა საჩუქრებით და ბავშვებს დაპირდა ,თუ ლექსებსა და სიმღერებს შეუსრულებდნენ ახალწელზე მათ საჩუქრებს გადასცემდა.
ბავშვებმაც არ დაიზარეს და თოვლის ბაბუა გააოცეს.



ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიება ძალიან ლამაზი და სამახსოვრო გამოვიდა.

Sunday, September 28, 2014

პროექტი ჩემი საყვარელი პროფესია

შევისწავლეთ რა პროფესიები, გადავწყვიტეთ  მოგვემზადებინა პროექტები ჩვენი საყვარელი პროფესიების შესახებ. მოსწავლეებმა ფორმატის ფურცლებზე მოატავსეს ფოტოები ან თავიანთი ნახატები და ისაუბრეს  სხვადასხვა პროფესიების შესახებ.
სოფის ექიმობა იტაცებს 






ნიკამ და თეკლამ ერთად მოამზადეს პროექტი







 სესილის ძალიან საინტერესო პროფესია მოსწონს, სურს ზოოპარკში ცხოველებზე იზრუნოს

პროექტის Great britain პრეზენტაცია



პროექტის მთავარი მიზანი არის , მოსწავლეებისათვის იმ ქვეყნის ისტორიის კულტურის თუ ტრადიციების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება , რომელი ქვეყნის მშობლიურ ენასაც ისინი ასე აქტიურად სწავლობენ სკოლაში.
  მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ ამ პროექტით და შედეგიც კარგი იყო. მოსწავლეებმა არამარტო პროექტების შექმნას გაართვეს თავი წარმატებით , არამედ პრეზენტაციასაც.