Sunday, November 30, 2014

სამოდელო გაკვეთილი: Making things we use

                                       
           სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე მეხუთე კლასის                       მოსწავლეებთან. თემა საკმაოდ საინტერესო და რთულიც იყო, მაგრამ მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ყველაფერს და დამსწრე მასწავლებლებიც კმაყოფილნი  დარჩნენ, იმით თუ როგორ გამართულად კითხულობდნენ და თარგმნიდნენ მოსწავლეები ტექსტ, როგორ კარგად ასრულებდნენ დავალებებს.გაკვეთილი რამოდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: გამოწვევა– სადაც მოსწავლეებმა ვენის დიაგრამის გარშემო ჩამოწერეს ის ხელობებირაც მათ იცოდნენ. ძირითადი ნაწილი– მოსწავლეებმა წაიკითხეს და გადათარგმნეს ტექსტი, შეასრულეს სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები ლექსიკის შესასწავლად, შეჯამება– მასწავლებელმა შეაჯამა გაკვეთილი და შეაფასა მოსწავლეები. ჩემი აზრით გაკვეთილი წარმატებული იყო,























Saturday, November 8, 2014

სამოდელო გაკვეთილი " A Helicopter Pilot, A Hospital Nurse" პროფესიები.


ამ სასწავლო წლის პირველი სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე მეოთხე კლასის მოსწავლეებთან. ეს მათთვის პირველი ღია გაკვეილი იყო ინგლისურ ენაში, ამიტომ მოსწავლეები თითქოს დაძაბულნი იყვნენ, მაგრამ ყველაფერმა კარგად  ჩაიარა, და გაკვეთილიც წარმატებული გამოდგა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში,შეასრულეს ყველა დავალება. განსაკუთრებით ისიამოვნეს ვიდეოებით.
გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის წევრები და დირექცია.





 გამოწვევისთვის მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეო მოსაუბრე ფლეშქარდებით.
მოსწავლეებმა ვენის დიაგრამის გარშემო ჩამოწერეს პროფესიები .










                                         
მოსწავლეებმა წაიკითხეს და გადათარგმნეს ტექსტი


შეასრულეს ინდივიდუალური და წყვილებში სამუშაო.











შეჯამებისთვის ვუყურეთ ვიდეოს პროფესიების შესახებ.
.

პროექტი "British Culture" მუშაობის დაწყება

მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დაიწყეს მუშაობა პროექტზე "British Culture". ჩვენი მიზანია შევისწავლოთ არა მარტო ინგლისური ენა, არამედ ინგლისური კულტურა,ლიტერატურა, და ა. შ . ასეთი ტიპის პროექტებს ვახორციელებთ ყოველწლიურად.
1.მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი და შინაარსი.
2. მოსწავლეები დავყავი ორ–ჯგუფად.

3. მოსწავლეებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში და გაინაწილეს ტექსტები დასამუშავებლად.


ინგლისურ ენაში პროგრესის მაჩვენებელი კვლევა.

2014–2015 სასწავლო წელს კათედრის თავმჯდომარესთან შეთანხმებით გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა თუ რამდენად პროგრესს განიცდის მოსწავლეთა ცოდნა ინგლისურ ენაში წლის განმავლობაში. ამისათვის მეხუთე–მეექვსე კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისში ჩავუტარე წინარე ტესტი.
პირველი სემესტრის ბოლოს ჩავატარებ პროგრეს–ტესტს და წლის ბოლოს საბოლოო ტესტს.
ტესტების შედეგების მიხედვით შევადგენ დიაგრამას, რომელსაც წლის ბოლოს გავაცნობ მოსწავლეებს და მათ მშობლებს. ამ შედეგების მიხედვით განვსაზღვრავ თითოეული მოსწავლის საჭიროებებს და მივცემ შესაბამის საზაფხულო დავალებებს. შედეგებს აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალი სასწავლო წლის თემატური გეგმების შექმნის დროს.

წინარე ტესტი

პროგრეს ტესტი


საბოლოო ტესტი