English World 4 სახელმძღვანელოში რამოდენიმე გაკვეთილი ეთმობა პროექტის მომზადებას ერთ–ერთი პროექტია" ჩემი კლუბი". მოსწავლეებს მოეთხოვებათ დაწერონ პროექტი იმ კლუბების შესახებ სადაც ისინი დადიან. მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს,როდესაც დაინტერესება ხდება მათი პირადი ცხოვრებით,შესაბამისად მათაც დიდი ენთუზიაზმით მოამზადეს პროექტები, ის მოსწავლეებიც კი ხალისით ჩაერთნენ პროცესში, რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.
უმრავლესობა მოსწავლეებისა დადის ცეკვის და მუსიკის კლუბში.
ბიჭებს კალადბურთი იზიდავთ.
რაგბისტიც გვყავს.
მარი ჭადრაკის კლუბში დადის.
აღმოჩნდა,რომ რაული ხატვის კლუბში დადის.
Thursday, December 18, 2014
პროექტი " გარეული ფრინველები"
მეხუთე–მეექვსე კლასებში ერთ–ერთი გაკვეთილი შეეხებოდა გარეულ ფრინველებს, რომლებიც ცხოვრობენ ტბებში,მდინარეებსა და ოკეანეებში. (Birds of the oceans and lakes). ამ გაკვეთილმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი,მათთვის საინტერესო გარეული ფრინველების შესახებ. მოსწავლეებს შევთავაზე რამოდენიმე ფრინველი, რომელზეც ისინი გააკეთებდნენ პროექტს, მოსწავლეებმა აირცჰიეს მათთვის სასურველი ფრინველი, მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტში, გადაიტანეს ფურცლებზე და გააფორმეს პროექტები შესაბამისი ფოტოებით და ნახატებით.
უმრავლესობა მოსწავლეებისა დაინტერესდა ფლამინგოთი
ფარშევანგი და არწივიც მოხვდა ამორჩეულ ფრინველებს შორის.
უმრავლესობა მოსწავლეებისა დაინტერესდა ფლამინგოთი
ფარშევანგი და არწივიც მოხვდა ამორჩეულ ფრინველებს შორის.
Subscribe to:
Posts (Atom)