Monday, September 8, 2014

"მასწავლებლის პროფესიული განვითარება. თვითშეფასება და ურთიერთშეფასება

ტრენინგის ანგარიში
ტრენინგი: თვითშეფასება და კოლოეგების ურთიერთშეფასება.
ტრენერი:მზია სულამანიძე
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრი.
ჩატარების ადგილი: ქ.ქუთაისის. მასწავლებლის სახლი.
ჩატარების თარიღი:8-9 ივლისი
ხანგრძლივობა: 2 დღე, თითო დღე– 5სთ(სულ 10 სთ)
ტრენინგის მიზანი:
·          ტრენინგის მონაწილეები მსჯელობენ და აცნობიერებენ მასწავლებლის პიროვნულ დამოკიდებულებებს საკუთარი პროფესიისადმი
·          გაიაზრებენ საერთო ხედვის და ღირებულებების მნიშვნელობას სწავლა/სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესისათვის
·          განიხილავენ წარმატებული სკოლის მახასიათებლებს და პროფესიული განვითარების კომპონენეტის მნიშვნელობას
·          განიხილავენ პროფესიონალი მასწავლებლის მახასიათებლებს და კომპეტენციებს
·          მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გაანალიზება
·          მსმენელენი გაეცნობიან მასწავლებლის საქმიანობის შეფასების მოდელებს
·          მსმენელები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იხსნებენ  მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესს სკოლის ბაზაზე, ინდივიდუალური პროფესიული გეგმებს.                                                                                
რეზიუმე: ტრენინგზე გავეცანით, წარმატებული სკოლოს მახასიათებლებს, განვიხილეთ პროფესიონალი მასწავლებლის მახასიათებლები და კომპეტენციები, გავაანალიზეთ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, გავეცანით შეფასების მოდელებს, და ვისაუბრეთ ინდივიდუალური პროფესიული გეგმების შესახებ.
ტრენინგის მნიშვნელოვანების დასაბუთება: ტრენინგი კარგად იყო ორგანიზებული, მასალაც შესაბამისად იყო შერჩეული, იქ განხილული საკითხები დამეხმარა გამეაზრებინა რას ნიშნავს იყო სქემაში ჩართული პედაგოგი და რისი გაკეთება მოგვეთხოვება
სქემაში ჩართულ პედაგოგებს.
                                                                                                ფ.ცერცვაძე







No comments:

Post a Comment