Tuesday, January 27, 2015

ყველაზე, ყველაზე,ყველაზე






British Culture პროექტის პრეზენტაცია


2014 წლის ნოემბერ–დეკემბერში მეექვსე კლასის მოსწავლეები მუშაობდნენ პროექტზე "British Culture",კერძოდ მათ დაამუშავეს ისეთი საინტერესო საკითხები, როგორიცაა: ინგლისური ხასიათი, ურთიერთობები, რიგში დგომის კულტურა, ბრიტანული საკვები და სმის ტრადიციები, სპორტი ბრიტანეთში. პროექტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმ ენთუზიზმით,რაც ამ ბავშვებმა აჩვენეს.
პროექტები  საკმაოდ საინტერესო და ლამაზი გამოვიდა, პრეზენტაციამაც ძალიან კარგად ჩაიარა, მოსწავლეები შეეცადნენ  მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი ეჩვენებინათ. პრეზენტაცია მომზადებული იყო "Power point"-ში, რამაც კიდევ უყფრო საინტერესო გახადა პროექტის წარმოდგენის პროცესი.




პრზენტაციის ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვე დაეწერათ მათი შთაბეჭდილებები ამ პროექტზე მუშაობის,თავად პრეზენტაციის შესახებ.
აღმოჩნდა,რომ ჩვენს მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ეს პროცესი და ისურვებდნენ  მრავალჯერ ჩართულიყვნენ მსგავს პროექტებში. ეს მეც ძალიან მახარებს და ჩემთვის დიდი სტიმულია იმისათვის, რომ კვლავ გავაგრძელო ამ ბავშვებთან ამ კუთხით მუშაობა.



პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სასწავლო ნაწილის გამგე–მ.ონიანი, უცხო ენების კათედრის თავმჯდომარე–ნ.გუბელაძე და კლასის დამრიგებელი– ი.კირტავა. დამსწრეებმა დადებითად შეაფასეს ეს პროექტი და წარმატებები გვისურვეს.


















ჩემი აზრით პროექტი წარმატებული გამოვიდა.


Saturday, January 24, 2015

პროექტი " Wild animals and birds in winter"

 ზამთრის თემასთან დაკავშირებით მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი " გარეული ცხოველები და ფრინველები ზამთარში". პროექტი ორ ენაზე შესრულდა: ქართულად და ინგლისურად. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში,ისინი დიდი მონდომებით ჩაერთვნენ მომზადების პროცესში: მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა ცხოველებისა და ფრინველების შესახებ როგორც ქართულად ასევე ინგლისურად, დაიტანეს ინფორმაცია ფორმატის ფურცელზე და გააფორმეს შესაბამისი სურათებით და ნახატებით.






მოამზადეს და დაისწავლეს საპრეზენტაციო მასალა.
პრეზენტაცია ძალიან საინტერესო და სანახაობრივი იყო, რაც ყველაზე მთავარია ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება ბავშვებისთვის, რაც გამოადგებათ მომავალში უფრო მასშტაბური პროექტების მოსამზადებლად.


პრეზენტაცია მომზადებული იყო ასევე power point-ში, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა პროექტის წარმოდგენის პროცესი.
პროექტის პრეზენტაცის ესწრებოდნენ პედაგოგები,კათედრის თავმჯდომარეები, სასწავლო ნაწილის გამგე და დირექტორი, ისინი ძალიან კმაყოფილი დარჩნენ პრეზენტაციით. მათ წარმატება უსურვეს მოსწავლეებს
პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვეთ შეეფასებინათ მათი ნამუშევარი კომენტარების სახით.


 




Wednesday, January 21, 2015

British culture პროექტზე მუშაობის პროცესი

 მეექვსე კლასის მოსწავლეები ძალიან აქტიურად ჩაებნენ პროექტის " ბრიტანული კულტურა" მომზადებაში. მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია გააფორმეს შესაბამისი ფოტოებით, ამობეჭდეს ფერედი პრინტერით და დაიტანეს ფორმატის ქაღალდზე.


ასე მომზადდა ორი პროექტი ბრიტანული კულტურის შესახებ.

მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს  საპრეზენტაციო მასალა.

Friday, January 16, 2015

პროექტი–my favourite cartoons or fairy tales

English world 4 სახელმძღვანელოში თემატურად გაკვეთილი ეთმობოდა  პლაკატებისა და ზღაპრების პროგრამების შექმნის შესწავლას. სწორედ ამ დროს გაგვიჩნდა იდეა ,რომ მოსწავლეებს გაეკეთებინათ მათი საყვარელი ზღაპრებისა თუ მულთფილმების პროგრამები და პლაკატები.







მოსწავლეები ,როგორც ყოველთვის ძალიან დაინტერესდნენ ამ პროექტით და შედეგის შესანიშნავი გამოვიდა.
მოსწავლეებმა თავად წარმოადგინეს მათი პროექტები.


 სოფომ შეადგინა ზღაპრის" ანა და    დელფინი" პლაკატი










მარიამმა წითელქუდა წარმოგვიდგინა                                                                                                                                                                               რუსამ კი ქართული ზღაპრის "ჩხიკვთა                                                                                                   ქორწილი" პროგრამა შეადგინა

Merry Christmas and A Happy New Year

2015 წლის 15 იანვარს განვაახლეთ სასწავლო პროცესი. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ სწავლას. დასვენების შემდეგ პირველი გაკვეთილი უფრო სახალისო და თემატურად დღესასწაულების შესაბამისი ,რომ ყოფილიყო გაკვეთილის ნაწილი დავუთმეთ საშობაო ტერმინოლოგიის შესწავლას.
მოსწავლეებს ვთხოვე ვენის დიაგრამის გარშემო ჩამოეწერათ ის სიტყვები, რომლებიც მათი აზრით ასოცირდებოდა შობასთან და ახალ წელთან.
მოსწავლეებს წყვილებში შევავსებინე კროსვორდი შობასთან დაკავშირებული სიტყვებით.

შემდეგ შევადგინეთ საშობაო დილის ზღაპარი.
ჩავიწერეთ კროსწორდში მოცემული სიტყვები.


გაკვეთილი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ბავშვებიც კმაყოფილი დარჩნენ
კროსვორდების ლინკიhttps://www.pinterest.com/pin/570057265308386886/
საშობაო ამბავის ლინკი