2014 წლის ნოემბერ–დეკემბერში მეექვსე კლასის მოსწავლეები მუშაობდნენ პროექტზე "British Culture",კერძოდ მათ დაამუშავეს ისეთი საინტერესო საკითხები, როგორიცაა: ინგლისური ხასიათი, ურთიერთობები, რიგში დგომის კულტურა, ბრიტანული საკვები და სმის ტრადიციები, სპორტი ბრიტანეთში. პროექტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმ ენთუზიზმით,რაც ამ ბავშვებმა აჩვენეს.
პროექტები საკმაოდ საინტერესო და ლამაზი გამოვიდა, პრეზენტაციამაც ძალიან კარგად ჩაიარა, მოსწავლეები შეეცადნენ მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი ეჩვენებინათ. პრეზენტაცია მომზადებული იყო "Power point"-ში, რამაც კიდევ უყფრო საინტერესო გახადა პროექტის წარმოდგენის პროცესი.
პრზენტაციის ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვე დაეწერათ მათი შთაბეჭდილებები ამ პროექტზე მუშაობის,თავად პრეზენტაციის შესახებ.
აღმოჩნდა,რომ ჩვენს მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ეს პროცესი და ისურვებდნენ მრავალჯერ ჩართულიყვნენ მსგავს პროექტებში. ეს მეც ძალიან მახარებს და ჩემთვის დიდი სტიმულია იმისათვის, რომ კვლავ გავაგრძელო ამ ბავშვებთან ამ კუთხით მუშაობა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სასწავლო ნაწილის გამგე–მ.ონიანი, უცხო ენების კათედრის თავმჯდომარე–ნ.გუბელაძე და კლასის დამრიგებელი– ი.კირტავა. დამსწრეებმა დადებითად შეაფასეს ეს პროექტი და წარმატებები გვისურვეს.
ჩემი აზრით პროექტი წარმატებული გამოვიდა.
No comments:
Post a Comment