Saturday, February 14, 2015

პროექტი– შიდა სასკოლო კონფერენცია


უცხო ენათა კათედრის თავმჯდომარის ინიციატივით და პედაგოგების მხარდაჭერით გადაწყდა ჩატარებულიყო შიდა სასკოლო კონფერენცია ინგლისურ ენაში. ამ კონფერენციაში მონაწილეთა ასაკი კი განისაზღვრა  მეექვსე,მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავეებით,რადგანაც ეს არის ის ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც ვერ ღებულობს მონაწილეობას ეროვნულ ოლიმპიადებსა თუ კონფერენციებში.  ამ კონფერენციით გარდა ენობრივი უნარ–ჩვევების განვითარებისა დავეხამარეთ მათ გარკვეული გამოცდილების მიღებაში.


კონფერენციის თემა იყო დიდი ბრიტანეთი. აქ წარმოდგენილი იყო რამოდენიმე თემა ბრიტანეთთან დაკავშირებით: დიდი ბრიტანეთი,ლონდონი, ინგლისის დიდი ქალაქები, ინგლისური ხასიათი, განათლება დიდ ბრიტანეთში,სპორტი ბრიტანეთში.
მოსწავლეებმა მოიპოვეს ინფორმაცია, გადათარგმნეს, მოამზადეს საპრეზენტაციო მასალა და მოამზადეს power point-ის პრეზენტაციები. კონფერენციაზე იყო ნაჩვენები ვიდეო ლონდონსა და დიდ ქალაქებზე.
ჩემი აზრით მოსწავლეებმა მშვენივრად გაართვეს თავი, იყო პატარა შეცდომები გამოთქმაში რაც დაკავშირებული იყო მათ მღელვარებასთან. უნდა ავღნიშნო, რომ ამ კონფერენციამ მისი მიზნები განახორციელა და იმედი მაქვს მოსწავლეებს აქ მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ შემდგომში ეროვნულ კონფერენციაბში წარმატებულ მონაწილეობაში.
კონფერენციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი სასწავლო–ადმინისტრაციულ დარგში– გ. საჩკოვი და კათედრის წევრები.

No comments:

Post a Comment