Monday, February 9, 2015

ღია გაკვეთილი,მეექვსე კლასი. Many/Much/A lot of/ Lots of

მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ჩავატარე ღია გაკვეთილი თემააზე– Many/Much/A lot of/ Lots of. გაკვეთილის მიზანი იყო გრამატიკული საკითხის განხილვა–შესწავლა.
გაკვეთილი სამფაზიანი მოდელით ჩავატარე,კერძოდ გაკვეთილი შედგებოდა სამი ნაწილისგან. გამოწვევა –იმისათვის,რომ მოსწავლეთა დაინტერესება მომეხერხებინა, მოსწავლეებს ვთხოვე შეევსოთ სპეციალური ცხრილი,სადაც მათ ჩამოწერეს მათი საყვარელი ცხოველები,ხილი და სასმელები.





ამის შემდეგ გავიხსენეთ თვლადი და უთვლადი არსებითი სახელები, მოსწავლეებს ვთხოვე მათ მიერ ჩამოწერილი სიტყვებიდან ეთქვათ,თუ რომელი იყო თვლადი და რომელი უთვლადი.ამის შემდეგ დამატებით რომ გაგვეხსენებინა სხვა არსებითი სახელები ვნახეთ პლაკატი.
















შემდეგ გადავედით ძირითად ნაწილზე სადაც ავხსენით სიტყვების Many/Much/A lot of/ Lots of მნიშვნელობა და გამოყენების წესი.

 ახსნის შემდეგ მოსწავლეებმა შეასრულეს წიგნში მოცემული სავარჯიშოები.წავიკითხეთ და გავარჩიეთ შეცდომები. ბოლოს მოსწავლეებმა შეასრულეს ჩემს მიერ შედგენილი ტესტი, რომელიც მოსწავლეებმა გაცვალეს და ერთმანეთს დაუწერეს შეფასება. 
შეჯამება–გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებთან ერთად შევაჯამეთ
გაკვეთილი ამაში ჩვენ დაგვეხმარა ცხრილი რომელსაც ვავსებდით გაკვეთილის განმავლობაში.
გაკვეთილს ესწრებოდნენ პრორექტორი სასულიერო დარგში მ.ზურაბი, სასწავლო ნაწილის გამგე მ.ონიანი, კათედრის თავმჯდომარე ნ.გუბელაძე და კათედრის წევრები. მათ შეაფასეს გაკვეთილი და წარმატება უსურვეს ბავშვებს.



ჩემი აზრით გაკვეთილი წარმატებული გამოვიდა,მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული ახსნის პროცესში,საკმაოდ კარგად შეასრულეს მიცემული დავალებები, რაც მეტყველებს იმაზე,რომ ახსნილი მასალა უმრავლესობა მათთგანისთვის გასაგები აღმოჩნდა.

No comments:

Post a Comment