Saturday, May 23, 2015

მასწავლებელთა შიდა სასკოლო კონფერენცია.

2014–2015 სასწავლო წელს უცხო ენათა კათედრაზე, თავმჯდომარის ინიციატივით და წევრების მხარდაჭერით დაიგეგმა მასწავლებელთა შიდა სასკოლო კონფერენციის ჩატარება. მართლაც მაისის თვეში ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც კათედრის ყველა წევრი მონაწილეობდა. პედაგოფებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო თემებზე წაიკითხეს მოხსენება. მოხსენების წაკითხვას თან ახლდა თითოეულ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პირადი გამოცდილების განხილვა–გაზიარება. ჩემი თემა გახლდათ მოტივაციის შესახებ, კერძოდ ძირითადი აქცენტი გავაკეთე იმ მიდგომებზე, რომლებიც დაგვეხმარება მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაში. ჩემი აზრით კონფერენცია საკმაოდ წარმატებული და სასარგებლო გამოვიდა. აქ მიღებული ინფორმაცია თითოეულ ჩვენგანს გამოადგება გაკვეთილების უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში. კონფერენციას ესწრებოდა პრორექტორი სასწავლო ადმინისტრაციულ დარგში ბატონი გ. საჩკოვი, რომელმაც დადებითად შეაფასა კონფერენცია. კონფერენციის თემა პრეზენტაცია

ინტეგრირებული გაკვეთილი "Space pioneers"

2014–2015 სასწავლო წელს ისტის პედაგოგთან თამარ მარდალეიშვილთან ერთად დავგეგმე ჩამეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი სახელწოდებით" კოსმოსის პიონერები". გაკვეთილი ჩავატარეთ მეექვსე კლასის მოსწავლეებთან. გაკვეთილის მიზანი იყო ინგლისური ენის მხრივ წერის, კითხვის, ზეპირმეტყველების, პრეზენტაციის უნარ–ჩვევების განვითარება. ისტის მხრივ კი Power point-ის პრეზენტაციის მომზადება, ინფორმაციის და ფოტოების მოძიება ინტერნეტში. გაკვეთილი დავიწყეთ ვიდეოს ჩვენებით სადაც ნაჩვენები იყო კოსმოსი, შემდეგ მოსწავლეებმა ვენის დიაგრამის ირგვლივ ჩამოწერეს კოსმოსთან დაკავშირებული სიტყვები, მათ შორის იყო კოსმისის პიონერები შემოვხაზეთ ეს სიტყვა და მოსწავლეებმა დაიწყეს მოყოლა ვალენტინა ტერეშკოვას ცხოვრების შესახებ ტექსტის, რომელიც მათ დავალებად ჰქონდათ მიცემული. ტექსტის მოყოლის შემდეგ მოსწავლეებმა უპასუხეს ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს როგორც ტექსტის ირგვლივ ასევე მათი პირადი ინტერესების, კოსმოსთან დამოკიდებულების შესახებ. შემდეგ ჩაერთო ისტის პედაგოგი და მისი მითითებით მოსწავლეებმა დაიწყეს წყვილებში მუშაობა კომპიუტერებთან , კერძოდ დაიწყეს პრეზენტაციების მომზადება სხვა კოსმონავტების შესახებ. თითოეულ წყვის ჰქონდა დავალება მოემზადებინა პრეზენტაცია მხოლოდ ერთი კოსმონავტის სესახებ. მუშაობის დასრულების შემდეგ პრეზენტაციები ვაჩვენეთ პროექტორით დიდ ეკრანზე დამოსწავლეებმა თავად წაიკითხეს მათ მიერ მომზადებული ინფორმაციები, რომლების სლაიდებზე ჰქონდათ დატანილი. ბოლოს შევაჯამეთ გაკვეთილი. სლაიდებით მოსწავლეებს ვაჩვენე სხვადასხვა კოსმოსთან დაკავშირებული საგნების ფოტოები მათ კი ამოიცნეს ეს ფოტოები. მოსწავლეებმა გააკეთეს უკუკავშირი ამ თემასთან დაკავშირებით. პედაგოგებმა შევაფასეთ მოსწავლეები და მივეცით საშინაო დავალება. გაკვეთილს ესწრებოდენ კათედრების წარმომადგენლები და დირექცია. მათ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები და წარმატება უსურვეს მათ. ეს იყო ჩემს მიერ ჩატარებული პირველი ინტეგრირებული გაკვეთილი და ვფიქრობ, რომ მეც და ქ. თამარმაც კარგად გავართვით თავი ყველაფერს. ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, რომელიც აუცილებლად დამეხმარება მომავალში უფრო საინტერესო გაკვეთილების მომზადებასა და ჩატარებაში. ვიდეო კოსმოსზე პრეზენტაცია შეჯამებისთვის

Do you eat healthy food?!

2014-2015 სასწავლო წელს მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე კვლევის განხხორციელება სახელწოდებით " იკვებები ჯანსაღად?!",მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ ამ პროექტით: შეადგინეს კითხვარი, განსაზღვრეს გამოსაკითხ მოსწავლეთა რაოდენობა,დაიარეს ჯგუფები და ჩაატარეს გამოკითხვა. გამოკითხვის დროს მეხუთე კლასელები თავად ეხმარებოდნენ გამოსაკითხ მოსწავლეებს ტერმინოლოგიის თარგმნაში.გაანალიზეს კვლევის შედეგები, მოიძიეს პროექტისთვის საჭირო ინფორმაცია ინგლისურ ენაზე და თარგმნეს ქართულად. მოძიებული ინფორმაცია დაიტანეს ფორმატზე და გააფორმეს შესაბამისი ფოტოებით, მოამზედეს საპრეზენტაციო მასალა და ბოლოს გააკეთეს პლაკატები, რომლებიც გააკრეს საკლასო ოთახებში. კვლევის მიზანი იყო გაგვეგო თუ როგორ იკვებებიან ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეები.და საჭიროებისამებრ მიგვეწოდებინა მათთვის სასარგებლო რჩევები, რომელიც ჩამოვაყალიბეთ პროექტის სახით ,ხოლო პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ ექიმი– პედიატრი, რომელმაც უფრო კონკრეტულად უპასუხა თავად ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს. კვლევა და პროექტი განვახორციელეთ ინგლისურ ენაზე, პრეზენტაცია კი ინგლისურ–ქართულად. პრეზენტაცია დავიწყეთ ინგლისურ ენოვანი ვიდეოს ჩვენებით სადაც კარგად ჩანდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის ჯანსაღად კვება, ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა მოახდინეს პროექტის პრეზენტაცია, შემდეგ მოვუსმინეთ ექიმ–პედიატრს, დავუსვით მას შეკითხვები და მივიღეთ სასარგებლო რჩევები. ბოლოს კი მოსწავლეებმა ინგლისურად შეასრულეს სიმღერა ჯანსაღ კვებაზე. პრეზენტაციის ბოლოს ერთად შევაჯამეთ დღე და მოსწავლეებმა დადეს პირობა, რომ გაითვალისწინებდნენ პრეზენტაციის პროცესში მიღებულ რჩევებს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები პედაგოგები და გიმნაზიის დირექცია. დირექტორმა ბატონმა გურგენმა და ექიმმა ქალბატონმა თამარმა დადებითად შეაფასეს ეს პროექტი და წარმატება უსურვეს ბავშვებს. ჩემი აზრით პროექტი მართლაც საინტერესო გამოვიდა, მოსწავლეებმა არა მარტო ინფორმაცია მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, ამასთანავე განივითარეს ისეთი უნარ–ჩვევები ინგლისურ ენაში, როგორიცაა კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების, პრეზენტაციის, ჯგუფურად მუშაობის უნარები. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცირედი შეცდომები წარმოთქმაში( რაც გამოწვეული იყო ამ ასაკისთვის რთული ტერმინოლოგიით)პროექტს დადებითად ვაფასებ და ვფიქრობ, რომ ამ პრეზენტაციით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ინგლისური ენის შესწავლის საქმეში.