Saturday, May 23, 2015

ინტეგრირებული გაკვეთილი "Space pioneers"

2014–2015 სასწავლო წელს ისტის პედაგოგთან თამარ მარდალეიშვილთან ერთად დავგეგმე ჩამეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი სახელწოდებით" კოსმოსის პიონერები". გაკვეთილი ჩავატარეთ მეექვსე კლასის მოსწავლეებთან. გაკვეთილის მიზანი იყო ინგლისური ენის მხრივ წერის, კითხვის, ზეპირმეტყველების, პრეზენტაციის უნარ–ჩვევების განვითარება. ისტის მხრივ კი Power point-ის პრეზენტაციის მომზადება, ინფორმაციის და ფოტოების მოძიება ინტერნეტში. გაკვეთილი დავიწყეთ ვიდეოს ჩვენებით სადაც ნაჩვენები იყო კოსმოსი, შემდეგ მოსწავლეებმა ვენის დიაგრამის ირგვლივ ჩამოწერეს კოსმოსთან დაკავშირებული სიტყვები, მათ შორის იყო კოსმისის პიონერები შემოვხაზეთ ეს სიტყვა და მოსწავლეებმა დაიწყეს მოყოლა ვალენტინა ტერეშკოვას ცხოვრების შესახებ ტექსტის, რომელიც მათ დავალებად ჰქონდათ მიცემული. ტექსტის მოყოლის შემდეგ მოსწავლეებმა უპასუხეს ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს როგორც ტექსტის ირგვლივ ასევე მათი პირადი ინტერესების, კოსმოსთან დამოკიდებულების შესახებ. შემდეგ ჩაერთო ისტის პედაგოგი და მისი მითითებით მოსწავლეებმა დაიწყეს წყვილებში მუშაობა კომპიუტერებთან , კერძოდ დაიწყეს პრეზენტაციების მომზადება სხვა კოსმონავტების შესახებ. თითოეულ წყვის ჰქონდა დავალება მოემზადებინა პრეზენტაცია მხოლოდ ერთი კოსმონავტის სესახებ. მუშაობის დასრულების შემდეგ პრეზენტაციები ვაჩვენეთ პროექტორით დიდ ეკრანზე დამოსწავლეებმა თავად წაიკითხეს მათ მიერ მომზადებული ინფორმაციები, რომლების სლაიდებზე ჰქონდათ დატანილი. ბოლოს შევაჯამეთ გაკვეთილი. სლაიდებით მოსწავლეებს ვაჩვენე სხვადასხვა კოსმოსთან დაკავშირებული საგნების ფოტოები მათ კი ამოიცნეს ეს ფოტოები. მოსწავლეებმა გააკეთეს უკუკავშირი ამ თემასთან დაკავშირებით. პედაგოგებმა შევაფასეთ მოსწავლეები და მივეცით საშინაო დავალება. გაკვეთილს ესწრებოდენ კათედრების წარმომადგენლები და დირექცია. მათ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები და წარმატება უსურვეს მათ. ეს იყო ჩემს მიერ ჩატარებული პირველი ინტეგრირებული გაკვეთილი და ვფიქრობ, რომ მეც და ქ. თამარმაც კარგად გავართვით თავი ყველაფერს. ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, რომელიც აუცილებლად დამეხმარება მომავალში უფრო საინტერესო გაკვეთილების მომზადებასა და ჩატარებაში. ვიდეო კოსმოსზე პრეზენტაცია შეჯამებისთვის

No comments:

Post a Comment