Saturday, May 23, 2015
მასწავლებელთა შიდა სასკოლო კონფერენცია.
2014–2015 სასწავლო წელს უცხო ენათა კათედრაზე, თავმჯდომარის ინიციატივით და წევრების მხარდაჭერით დაიგეგმა მასწავლებელთა შიდა სასკოლო კონფერენციის ჩატარება. მართლაც მაისის თვეში ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც კათედრის ყველა წევრი მონაწილეობდა. პედაგოფებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო თემებზე წაიკითხეს მოხსენება. მოხსენების წაკითხვას თან ახლდა თითოეულ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პირადი გამოცდილების განხილვა–გაზიარება.

ჩემი თემა გახლდათ მოტივაციის შესახებ, კერძოდ ძირითადი აქცენტი გავაკეთე იმ მიდგომებზე, რომლებიც დაგვეხმარება მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაში.

ჩემი აზრით კონფერენცია საკმაოდ წარმატებული და სასარგებლო გამოვიდა. აქ მიღებული ინფორმაცია თითოეულ ჩვენგანს გამოადგება გაკვეთილების უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში.
კონფერენციას ესწრებოდა პრორექტორი სასწავლო ადმინისტრაციულ დარგში ბატონი გ. საჩკოვი, რომელმაც დადებითად შეაფასა კონფერენცია.
კონფერენციის თემა
პრეზენტაცია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment