Wednesday, June 24, 2015

"ინტეგრირებული გაკვეთილების მოდელირება" ანგარიში

2015 წლის 15 მარტს დავესწარი ასოციაცია ბიოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგს თემაზე " ინტეგრირებული გაკვეთილების მოდელირება". ტრენინგი შედგებოდა ორი ნაწილისგან. პირველ ნაწილში ტრენერი გვესაუბრაინტეგრირებული გაკვეთილის " ტყეების მნიშვნელობა და გარემოს მდგრადი განვითარება" შესახებ. ინტეგრირება ხდებოდა ორ საგანს შორის– სამოქალაქო განათლება და ბიოლოგია. ტრენერმა დეტალურად ისაუბრა გაკვეთილის თიტოეული ეტაპის შესახებ და იმ შედეგების შესახებ რაც მოიტანა ამ გაკვეთილმა. მეორე ნაწილში კი განხილულ იქნა ინტეგრირებული გაკვეთილი თემით:ცხოველთა კლასიფიკაცია. უხერხემლო ცხოველები". ინტეგრირება მოხდა ბიოლოგიასა და ინგლისურს შორის. აქ ტრენერმა გვაჩვენა ვიდეო გაკვეთილი და თან გვესაუბრა გაკვეთილის თითოეული ეტაპის შესახებ. ტრენინგი საკმაოდ მუშა და ნაყოფიერი გამოვიდა. ამ ტრენინგით მივიღე ბევრი ჩემთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, რაც მოგვიანებით გამოვიყენე ჩემი საკუთარი ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა–ჩატარებაში. ტრენინგზე გადმოგვცეს ბევრი საინტერესო მასალა, რასაც აქტიურად ვიყენებ. ტრენინგი გაგრძელდა 5 სთ. დიდი მადლობა ასოციაცია ბიოს საინტერესო ტრენინგისთვის.

No comments:

Post a Comment