Saturday, June 27, 2015

მაკმილანი კონფერენცია ანგარიში

<2015 წლის 25 ივნისს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა მაკმილანის კონფერენცია პედაგოგებისთვის. კონფერენცია გაგრძელდა 6 სთ. და მოიცავდა შემდეგ საკითხებს.ლექცია სახელწოდებით " Letting go"რომელიც დაეთმო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, როგორიცაა მოსწავლეებისთვის მეტი თავისუფლების მიცემა, მოსწავლეებისთვის დამოუკიდებელად სწავლის ტექნიკის გამომუშავება. შემდეგ იყო მუშაობა სხვადასხვა ჯგუფებში, იყო 4 ჯგუფი, რომელთაგან მე ავირჩიე "online Support for your Teaching",რომელიც წარმოადგინა ნიკ გუდმა. შესვენების შემდეგ მოვუსმინეთ ლექციებს "personalisation", "in the world of Pure Imagination"რომელიც წარმოადგინეს ტრენერებმა მალკოლ მანმა და ფიონა მაოკლაინმა.
კონფერენცია დასრულდა გათამაშებით. კონფერენციის ძირითადი თემა , რომლის გარშემოც ტრიალებდა ყველა მომხსენებელი იყო მოსწავლეებისათვის მეტი დამოუკიდებლობის მიცემა, როგორ მოვაქციოთ მოსწავლე სასწავლო პროცესის ცენტრში, მეტი ყურადღება დავუთმოთ მათ პირად ამბებზე საუბარს, რათა ავამაღლოთ მათი მოტივაცია და უზრუნელვყოთ მათი აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში. კონფერენცია მართლაც საინტერესო გამოვიდა, აქ მიღებული რჩევები ძალიან დამეხმარება ჩემი სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში.

No comments:

Post a Comment