Saturday, June 27, 2015
ინგლისურ ენაში პროგრესის მაჩვენებელი კვლევა–ანგარიში
2014–2015 სასწავლო წელს გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა მეხუთე/მეექვსე კლასის მოსწავლეებში, რათა დამედგინა თუ როგორ ვითარდებიან ისინი წლის განმავლობაში.
ჩავატარე წინარე ტესტი, მიმდინარე და საბოლოო ტესტირება. გამოვთვალე მათი შედეგები. თითოეულ მოსწავლეს გავაცანი მისი შედეგები, ხაზი გავუსვით იმ საკითხებს, რომლებშიც მათ დაუშვეს შეცდომები და დავგეგმეთ ზაფხულის არდადეგებზე ამ საკიტების უკეთ დამუშავება.
მე ვფიქრობ, რომ ეს კვლევა შედეგიანი გამოვიდა: პირველ რიგში მოსწავლეები განსაკუთრებით იმეორებდნენ საკითხებს თითოეული ტესტირების წინ, რაც დაეხმარა მათ შესწავლილი მასალის ორგანიზებაში. მეორეს მრივ კვლევა შედეგიანი აღმოჩნდა ჩემთვის , რადგან უკეთ დავინახე,თუ რომელი საკითხები გაუჭირდათ ბავშვებს ყველაზე მეტად და რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება მომავალ სასწავლო წელს.
კვლევის შედეგები
მაკმილანი კონფერენცია ანგარიში
<2015 წლის 25 ივნისს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა მაკმილანის კონფერენცია პედაგოგებისთვის. კონფერენცია გაგრძელდა 6 სთ. და მოიცავდა შემდეგ საკითხებს.ლექცია სახელწოდებით " Letting go"რომელიც დაეთმო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, როგორიცაა მოსწავლეებისთვის მეტი თავისუფლების მიცემა, მოსწავლეებისთვის დამოუკიდებელად სწავლის ტექნიკის გამომუშავება. შემდეგ იყო მუშაობა სხვადასხვა ჯგუფებში, იყო 4 ჯგუფი, რომელთაგან მე ავირჩიე "online Support for your Teaching",რომელიც წარმოადგინა ნიკ გუდმა.
შესვენების შემდეგ მოვუსმინეთ ლექციებს "personalisation", "in the world of Pure Imagination"რომელიც წარმოადგინეს ტრენერებმა მალკოლ მანმა და ფიონა მაოკლაინმა.
კონფერენცია დასრულდა გათამაშებით.
კონფერენციის ძირითადი თემა , რომლის გარშემოც ტრიალებდა ყველა მომხსენებელი იყო მოსწავლეებისათვის მეტი დამოუკიდებლობის მიცემა, როგორ მოვაქციოთ მოსწავლე სასწავლო პროცესის ცენტრში, მეტი ყურადღება დავუთმოთ მათ პირად ამბებზე საუბარს, რათა ავამაღლოთ მათი მოტივაცია და უზრუნელვყოთ მათი აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.
კონფერენცია მართლაც საინტერესო გამოვიდა, აქ მიღებული რჩევები ძალიან დამეხმარება ჩემი სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში.
Wednesday, June 24, 2015
მომავლის ლიდერები " ელექტრონული სასწავლო რესურსები"
2015 წლის აპრილში გავიარე " მ0მავლის ლიდერდების" მიერ ოგანიზებული ტრენინგი თემაზე " ელექტრონული სასწავლო რესურსები. ტრენინგი გრძელდებოდა 5 დღის განმავლობაში და დაეთმო შემდეგი საკითხების შესწავლას– ფოსტის,ბლოგისა და პორტფოლიოს შექმნა, გამოყენება. ვირტუალური საკლასო ოთახი: ედმოდო, ანიმაციური ვიდეო ფაილების შექმნა.ანიმოტო. ტესტების შექმნა EasyQuiz. პრეზენტაციების შექმნა PowerPoint.
ტრენინგი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო პროფესიული განვითარების გზაზე. აქ მიღებულ ცოდნას აქტიურად ვიყენებ ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაში.
"ინტეგრირებული გაკვეთილების მოდელირება" ანგარიში
2015 წლის 15 მარტს დავესწარი ასოციაცია ბიოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგს თემაზე " ინტეგრირებული გაკვეთილების მოდელირება".
ტრენინგი შედგებოდა ორი ნაწილისგან. პირველ ნაწილში ტრენერი გვესაუბრაინტეგრირებული გაკვეთილის " ტყეების მნიშვნელობა და გარემოს მდგრადი განვითარება" შესახებ. ინტეგრირება ხდებოდა ორ საგანს შორის– სამოქალაქო განათლება და ბიოლოგია. ტრენერმა დეტალურად ისაუბრა გაკვეთილის თიტოეული ეტაპის შესახებ და იმ შედეგების შესახებ რაც მოიტანა ამ გაკვეთილმა.
მეორე ნაწილში კი განხილულ იქნა ინტეგრირებული გაკვეთილი თემით:ცხოველთა კლასიფიკაცია. უხერხემლო ცხოველები". ინტეგრირება მოხდა ბიოლოგიასა და ინგლისურს შორის. აქ ტრენერმა გვაჩვენა ვიდეო გაკვეთილი და თან გვესაუბრა გაკვეთილის თითოეული ეტაპის შესახებ.
ტრენინგი საკმაოდ მუშა და ნაყოფიერი გამოვიდა. ამ ტრენინგით მივიღე ბევრი ჩემთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, რაც მოგვიანებით გამოვიყენე ჩემი საკუთარი ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა–ჩატარებაში.
ტრენინგზე გადმოგვცეს ბევრი საინტერესო მასალა, რასაც აქტიურად ვიყენებ.
ტრენინგი გაგრძელდა 5 სთ.
დიდი მადლობა ასოციაცია ბიოს საინტერესო ტრენინგისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)